“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია განცხადებას აკეთებს, შინაგან საქმეთა
ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე და მისივე თქმით, საქართველოს უახლესი
დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი ლაქა იყო. როგორც მან განაცხადა, ივანიშვილმა პოლიტიკური
რეპრესიები დაამკვიდრა იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა.
„რა თქმა უნდა, 7 წელი იჯდა ადამიანი ციხეში და მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. მან უნდა თქვას ეს ყველაფერი.
უბრალოდ მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში 7 წელი მჯდომი პოლიტიკური პატიმარი
გათავისუფლებულია. ის ჩემი მეგობარია. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი
დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამ მოხდა. სწორედ ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად
უნდა დასრულდეს, რომ ასეთი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკურიდაკვეთით ვინმე ციხეში
იჯდეს.
მისივე განმარტებით, ვანო მერაბაშვილის გათავისუფლებაც სიმბოლური იქნება რადგან ივანიშვილის ხელიფულებას
ოპოზიცია მშვიდობიანად დაამარცხებს.
ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მარტო იყო საკანში გამოკეტილი - 7 წელიწადი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაუსჯელები
უნდა ვიყოთ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა,
არამედ დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა.
მერაბიშვილი ასეთი იყო. აღიშნულის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ პერსონალურად მიხარია ის, რომ ამდენი ხნის
შემდეგ მერაბიშვილი თავისუფალია, ეს გათავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმის, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში
მშვიდობიანად დავამარცხებთ, ჩვენ არაფერი მსგავსი არასდროს უნდა გავაკეთოთ.7 წელი იჯდა და 5 წუთით ადრე
გამოუშვეს, ჩვენ დაგვაგვიანდა. დანარჩენზე თავად ვანომ უნდა ისაუბროს“,- აღნიშნა ბოკერიამ.