"მასთან დაპირისპირება ძალიან დავაგვიანეთ"- დავით ზურაბიშვილი ივანიშვილზე

Image

დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ სერიოზულ პასუხისმგებლობას გრძნობს და ძალიან აწუხებს,

რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა, მისივე თქმით, ძალიან მალე გახდა ცხადი, "საით მიჰყავდა ქვეყანა

ივანიშვილს", მასთან დაპირისპირება ძალიან დაგვიანდა. თუმცა, დავით ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ საკუთარ

არჩევანს 2012 წელს არ ნანობს, რადგან იმ დროს "დისკრედიტირებული ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი

შანსი" სწორედ ოპოზიციის კონსოლიდირება იყო ივანიშვილის გარშემო.

 

 

"...ივანიშვილის გარშემო ოპოზიციის კონსოლიდაცია იყო ერთადერთი შანსი სრულიად დისკრედიტირებული

ხელისუფლების შეცვლისა და ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ სადმე სხვაგან უნდა ვყოფილიყავი მაშინ. ერთი

წამითაც არასდროს მინანია ჩემი არჩევანი, ისევე როგორც არასდროს მინანია ვარდების რევოლუციაში

მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მერე ოპოზიციაში გახლდით.

რაც შეეხება იმას, თუ რა იცოდა ივანიშვილმა და რა არა, ჯერ ერთი ივანიშვილი მაშინ ჩვენს მიერ აღიქმებოდა

არა როგორც ჩვენი ლიდერი, რომელსაც უნდა გავყოლოდით, არამედ როგორც ოპოზიციის დამხმარე თავისი

ფინანსური და სოციალური კაპიტალით, მისი უშუალო მონაწილეობა არჩევნებში კი როგორც ექსტრემალური

სიტუაციიდან გამომდინარე იძულებითი ნაბიჯი. გარდა ამისა, ადამიანები სწავლობენ ხოლმე და რაღაციდან

დასკვნები გამოაქვთ. ივანიშვილის პრობლემა ის კი არ იყო. რომ მან პოლიტიკა არ იცოდა, არამედ ის რომ ვერ

ისწავლა და ისევ იქ დარჩა, სადაც მანამდე იყო.

მე ნამდვილად ვგრძნობ სერიოზულ პასუხისმგებლობას და ძალიან მაწუხებს ის, რომ 2012-ის ოქტომბრის მერე

ხელისუფლებაში მოსულებმა ვერ შევძელით მოვლენების სასურველი მიმართულებით წაყვანა და როცა ცხადი

გახდა (საკმაოდ მალე) თუ საით მიჰყავდა ივანიშვილს ქვეყანა, ძალიან დავაგვიანეთ მასთან დაპირისპირება.

ამაზე მზად ვარ ბევრი საყვედური მოვისმინო, მაგრამ აბა რა გეგონათ ნიშნის მოგებას, დიდი ბოდიში და

კატეგორიულად ვერ მივიღებ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმის დარჩენას რაც იყო ყველა ვარიანტში ჯობდა

ცვლილება. და თუ ვინმეს აქვს სურვილი ახლა ის ვარჩიოთ რა ხდებოდა 2012 წელს არჩევნების წინ და რას აშავებდა

ნაციონალური მოძრაობა, ამაზეც შემიძლია ნებისმიერს ვეკამათო, უბრალოდ არა მგონია ახლა ამის დრო იყოს. სხვა

სიტუაციაა, სხვა პრობლენის წინაშე ვდგავართ და წარსულის გამო კამათი თავისთავად მგონია ძალიან არასწორი

საქციელი", - წერს დავით ზურაბიშვილი დავით პაიჭაძის გვერდზე, სადაც ეკა კვესიტაძის გადაცემის მონაწილეთა

მოსაზრებებს განიხილავდნენ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?