შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში
ყოფილმა ქმარმა ქალი მოკლა.
" დაკავებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და
მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა", — აცხადებენ შსს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით
მიმდინარეობს. ამ მუხლით ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ
მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.