
მსახიობი ნუგზარ შარია წლებია ამერიკაში ცხოვრობს. მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა ზურა შარიამ
მამასთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა:
“იმდენად, რამდენადაც ” ჟურნალისტებს” პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ
და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების
ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭის ყრით ნუგზარ შარია იქნა არჩეული.
ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა! ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში
იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავჯდომარედ არჩევამ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას!”
ნუგზარ შარია გადაღებულია უამრავ ქართულ ფილმში, მათ შორის : "ხევისბერი გოჩა"(ონისე) , "აბესალომ და
ეთერი"(მურმანი) "პალიასტომი"(დათიკო დარჩია) და სხვა.