
„ღამის ამბებში“ თამარ ჩიხლაძე ოხანაშვილთან ინცინდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიტყვის და
გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
„თქვენ, ალბათ, ელოდებით,რომ ვუპასუხებ ანრი ოხანაშვილს მაგრამ ეს არის განმარტება პირველ რიგში აუდიტორიისთვის,
ვინც ყოველ საღამოს ღამის ამბებს ელოდება. არცერთ ჟურნალისტურ სახელმძღვანელოში არ ამომიკითხავს, რომ ხელისუფლებას
უნდა მოსწონდეს კრიტიკული მედია, პარლამენტარ ანრი ოხანაშვილს აქვს უფლება ფიქრობდეს იმას, რასაც ფიქრობს, რადგან
მთელი გულწრფელობით ვიზიარებ, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მათ შორის,
ისეთი სიტყვისა და აზრისა, რაც დღეს მოვისმინე ტვ პირველის ეთერში. მე პატივს ვცემ ადამიანის უფლებებს, განურჩევლად და
მაქვს ერთადერთი პრეტენზია, რომ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმპციას, ასევე განურჩევლად. ასევე ვემიჯნები ყოველგვარ
ძალადობას, აქაც შერჩევითობის გარეშე“, – განაცხადა ჟურნალისტმა.