დუშეთში მგელმა ქალი დაკბინა

Image

დუშეთის რაიონში შუახნის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მგელმა დაკბინა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.



როგორც თავად დაშავებული ყვება, ის ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა, რა

დროსაც მგელი დაესხა თავს.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებული

ჰქონდა სახე და ზედა კიდურები.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ჩაუტარდა რამდენიმე, მათ შორის პლასტიკური ოპერაციაც. მისივე

თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მძიმე დაზიანებები იყო. სახეზე ჰქონდა მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ორივე ხელი ჰქონდა მძიმედ

დაზიანებული და ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი. სპეციალური ბრიგადის მიერ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა.

სახის დაზიანებები პლასტიკური ქირურგის მიერ იქნა აღდგენილი. ხელის აღდგენა მოხერხდა ყველა სტრუქტურის

აღდგენით, თუმცა შესაძლოა, მოჰყვეს გართულებები, რადგან მგელის ნაკბენით მიყენებული ჭრილობები რთულად

ხორცდება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა, ირაკლი ფერაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?