
დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა
და თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 4 თებერვლიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი,
ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება,
ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.