"იმ ხალხს, ვინც ცუდ კომენტარებს წერს და ჩინელებს წყევლის თუ აგინებს, მინდა გითხრათ: ჩინეთი ამ ყველაფერს ძალიან მალე გაუმკლავდება" ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონა

Image

ჩინეთში გათხოვილი 22 წლის ქართველი გოგონა, გვანცა გეგუჩაძე(ცზოუ) სოციალურ ქსელით საქართველოში ატეხილ ანტიჩინურ შეფასებებს ეხმაურება და წერს:



“ჯოი ის ადამიანია, რომელმაც სიყვარული მასწავლა.
ჯოი ის ადამიანია, რომელიც ზრუნავს ჩემზე და ჩვენს ოჯახზე.ჯოი ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის გადაჭრას ყველანაირი პრობლემა.
ჯოი ის ადამიანია, რომელიც გაჭირვებისას არასდროს მიგატოვებს.
ჯოი ის ადამიანია, ვისთვისაც ფული და ძვირფასი ნივთები მნიშვნელოვანი არ არის.
ჯოი ისეთი ადამიანია, როგორიც საქართველოში სანთლით საძებნელია!
ის არ ჰგავს 40 წლის “ბავშვებს”, რომლებსაც ემიგრანტი დედები ფულს წვალებით უგზავნიან და მაგ ფულსაც თამაშში და “წამალში” ხარჯავენ!
სანამ ქართველი კაცები უცხოელზე გათხოვილი ქალების კრიტიკას დაიწყებთ, მანამდე თქვენი თავი აკრიტიკეთ! ნუ იქნებით მუტრუკები! იმის მაგივრად რომ აუ აჭარაზე ჩამირიცხეე, ფული მასესხეეე, აუ სიგარეტი მიყიდეეე, უთხრათ ქალს, გაანძრიეთ ერთი ადგილი და გააბედნიერეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ ან გიყვართ! და ნუ შეუქმნით ისეთ გარემოებას რომ მხოლოდ თქვენგან კიარა, ქვეყნიდანაც წავიდეს! ამ რეალობას თქვენვე ქმნით ქართველებო საქართველოში! და მერე ისევ გამოდიხართ და იწყევლებით და ილანძღებით!
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა სარწმუნოების ხარ, რა ეროვნების ხარ! მთავარია ამ ცხოვრებაში იყო ადამიანი!
მე ვამაყობ ჩემი არჩევანით! და არასოდეს ვინანებ!
იმ ხალხს კი, ვინც ცუდ კომენტარებს წერს და ჩინელებს წყევლის და აგინებს, მინდა გითხრათ: ჩინეთი ამ ყველაფერს ძალიან მალე გაუმკლავდება, ერთ მუშტად შეკრული ერია! ეს ვირუსი ვერ შელახავს მათ ადამიანობას და ღირსებას!
P.S. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რომ არაფერი დამეწერა მაგრამ….
P.S.S. პატივისცემით ჩინელის ქართველი მეუღლე, ” – წერს გვანცა.
იქვე მეორე პოსტში გვანცა წერს:
“ის რაც დღეს ჩინეთში ხდება არა მხოლოდ ჩემი ბიზნესების, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის უდიდესი ზარალია! ყველას ინტერესებშია, რომ ჩინეთი მალე გაუმკლავდეს ამ ვირუსს…და თუ ეს ესე არ მოხდა დაიწყება ფასების ზრდა ტანსაცმელებზე, სათამაშოებზე და ყველა იმ ნივთზე რაც ჩინეთში იწარმოება და ჩინეთიდან გადის….მინიმუმ 1 თვეს ვარაუდობს მოსახლეობა…. მაგრამ გამოცდილი მედიკოსები ამბობენ რომ 3 თვეს ან მეტს გასტანს ეს კრიზისი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?