
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული
საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა.
როგორც ცნობილია, ევაკუირებულ მოქალაქეებს 14 დღის განმავლობაში ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში
კარანტინში მოათავსებენ.
ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქეა.