
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, ყაზბეგიდან თბილისში გადაყვანილი პირებს კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ. მისი თქმით, მხოლოდ 2 ბავშვს ჰქონდა სიცხე, თუმცა ვირუსზე "საეჭვოები არ არიან".
ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, ყაზბეგიდან ჩასული 9-პირიანი ჯგუფიდან მხოლოდ 2 ბავშვს აქვს ტემპერატურა
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბავშვები და კიდევ ერთი პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან დაბრუნდა და ტემპერატურა აქვს, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და კვლევა უტარდებათ.