
ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 10 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 5 მილიონი დოლარი ჩინეთს გადაეცემა, რათა დაინფიცირებულების შესაბამისი მოვლა და ვაქცინის და სამკურნალო მეთოდების განვითარების დაჩქარება მოხდეს.
დანარჩენი 5 მილიონი კი აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურს მოხმარდება.