სირცხვილია გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება-მდინარაძე ბოკუჩავას

Image

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თონა ბოკუჩავა და

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არშეშვების ფაქტმა გამოწვია.

ბოკუჩავა ითხოვდა მაჩალიკაშვილისთის საშვი დაეშვათ.

"ნახეთ, პროვოკაციის დონე, სიტყვა უზნეო, არ არის კორექტული და სიტყვა სირბილი, რომ ადამიანს არაკორექტულად მიაჩნია, ეს არის სირცხვილი. რეალური სირცხვილი არის გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ქალბატონ თინას, შეუძლია თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის თავის პარტიაში ჩაატაროს ბრიფინგი. თინა, ეს არის პროვოკაცია. ახლა მეც ვიყვირო, თუ რა გავაკეთო. ბოდიში, მაგრამ შენ პროვოკატორი ხარ... შეგიძლია ზუსტად 60 წამი გაჩერდე?! არსებობს ბრძანება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია არ შემოუშვას, თუ არის პრვოკაციების საფრთხე. არშემოშვება კანონიერია. ხელი ჩაწიე... მეორედ ეგეთი უზნეო საქციელი აღარ ჩაიდინო," - მიმართა  მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავას.

 

საპასუხოდ, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მდინარაძესთან დიალოგის გაგრძელებას აღარ აპირებს.

 

"ამ ლაჩრობას, რასაც შენ აკეთებ, მე არ მოვუსმენ. წამობრძანდი ახლა და ამოიყვანე ის ადამიანი. რატომ არ უშვებ საშვს? ბატონი მალხაზი რატომ ვერ შემოდის პარლამენტში? სირცხვილია, არ ვაპირებ ამ დიალოგს შენთან," - აღნიშნა ბოკუჩავამ.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !