ჩინეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობას, რომელსაც ვირუსული ინფექცია
აქვს, ეპიდემიოლოგები სწავლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ჩინეთში იმოგზაურა და საქართველოში 16 იანვარს დაბრუნდა.
მედიკოსებს კი 26 იანვარს მიმართა მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ამ ეტაპზე, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ის შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ჯერჯერობით უცნობია, გაიარა თუ არა შემოწმება ახალგაზრდა ქალმა საზღვრის კვეთისას.
წყარო:რუსთავი2