-
2020-01-28 21:39
ზურაბიშვილმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
"რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს. ეს არის ხანგრძლივი ისტორია, რომელსაც ჩვენ მანამდე განვიცდიდით, სანამ ამავე პრობლემის წინაშე უკრაინაც აღმოჩნდებოდა. ეს უკავშირდება ორმაგ სტანდარტებს. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ აღებულ ვალდებულებებს პატივი არ სცენ უფრო მარტივად, ვიდრე სხვებმა. მონიტორინგი ამ ქვეყნების მიმართ არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სხვების მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ არსებულ შეთანხმებებს და მოვუწოდებ ამ ორგანიზაციას, რომ ყველა ქვეყნის მიმართ ერთნაირი სტანდარტი უზრუნველყოს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.