ქვიშხეთთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.
ავტომობილში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი
საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.
საავადმყოფოში კიდევ ერთი ადამიანია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან
ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.