
სალომე ზურაბიშვილს „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლესი ჯილდო გადასცეს.
ქვეყნის ლიდერი ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა:
„საქართველოში ანტისემიტიზმის არარსებობა თავისთავად სიამაყის მიზეზი არ შეიძლება იყოს. ისევე, როგორც არ
შეიძლება, იამაყო, რომ არ ხარ კრიმინალი ან ქურდი, მაგრამ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია, ვიამაყოთ სხვა რამით –
ეს არის იმ კავშირების ხარისხი, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებობდა. მეტსაც ვიტყოდი, ეს არის
კავშირი ქართველებს შორის, რადგან საქართველოში არასდროს იყო დაყოფა ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, იმის
გათვალისწინებითაც კი, რომ საქართველოში ქრისტიანობა იდენტობის ნაწილი იყო მეოთხე საუკუნიდან. რელიგია
არასდროს გვაცალკევებდა და გვყოფდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯილდოები მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს – ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს
რამდენიმე ლიდერს.