
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოში მიმართვა წარადგინა უკრაინაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციამდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ.
"იმ ექსტრაორდინარული სიტუაციის გამო, რაც შექმნილია უკრაინაში, იმის გამო, რომ საფრთხეშია რუსეთის მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე, შემაქვს რუსეთის ფედერაციის საბჭოში მიმართვა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ მანამ, სანამ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა ნორმალიზდება“, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის მიმართვაში.