
პრორუსულად განწყობილი აქტივისტები ამ დროისთვის დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმში მონაწილეობან.
ამის შესახებ უკრაინელი ბლოგერები წერენ. თვითმხილველთა თქმით, შენობის სახურავიდან უკვე ჩამოხსნეს უკრაინის სახელმწიფო დროშა. ჟურნალისტები და პარტია „რეგიონის“ ის წევრები, რომლებიც შენობაში იმყოფებიან, ალყაში მოაქციეს.