
კახეთში ცხოველთა პირველი თავშესაფარი შენდება.
ინფორმაციას ტელე იმედი ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეგიონული ცენტრისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
მოეწყობა ვოლიერები, ვეტერინარული კლინიკა, კარანტინის შენობა და ყველა სხვა აუცილებელი
ინფრასტრუქტურა. თავშესაფარში 24-საათიანი „ქოლცენტრიც“ იმუშავებს.