
სოფელ ნაწრეტთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები მამა-შვილი იყვნენ. დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც დაღუპულები და დაშავებული ავტობანზე ქვეითად გადადიოდნენ. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.