
ტელეკომპანიების საბანკო ანგარიშებზე ინკასოს გამოყენებასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი აცხადებს,
რომ გადასახადების გადახდას ყველა უნდა შეეჩვიოს.
„რამდენადაც მახსოვს, ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა ტელევიზიებს და განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები პირნათლად შესრულდება. ეს ინკასო, რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარე დავალებების დაგვიანებით შესრულებით ან შეუსრულებლობით არის გამოწვეული. ჩვენ ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია და კომპანია. არაფერი აქ უჩვეულო არ არის, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების ტელეკომპანია „პირველის“, „კავკასიისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს ინკასო დაედო. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო.