
მოსკოვი-თბილისის ავტობუსი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს
მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, დაშავდა 15 მგზავრი, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.
ავტობუსში ავარიის დროს სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ბავშვია.
მსუბუქად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ.
მათ ჩამოსაყვანად, თბილისიდან რუსეთისკენ 2 ავტობუსი უკვე გაემართა.