
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, ადვოკატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა, 1000 ლარი დაეკისრა.
კერძოდ, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი პირდაპირ ეთერში თამთა თოდაძის პერსონალური ინფორმაციის
გასაჯაროებისთვის დააჯარიმეს.
"სახელმწიფო ინსპექტორმა მოქალაქის მომართვის საფუძველზე, შეისწავლა განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის ფაქტის გასაჯაროების კანონიერება. საქმის განხილვისას გაირკვა, რომ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერში გასაჯაროვდა განმცხადებელთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია. საქმის შესწავლისას, ადვოკატმა ვერ დაასაბუთა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება და კანონიერება", — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში
მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ადვოკატის საქმიანობაში ჩარევად აფასებს და გასაჩივრებას აპირებს.