
შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება. საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.