 
 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მიხეილ ჩხენკელი ისევ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტიც მინისტრად დაინიშნა.
ბრძანებას დღეს ხელი გიორგი გახარიამ მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელი არსებულ პოსტს 2017-2018 წლებშიც იკავებდა და დღემდე განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.
ახალი მინისტრი დოქტორის სამეცნიერო ხარისხსაც ფლობს და ამასთანავე აშშ-ის უნივერსიტეტის პროფესორთა ასოციაციის წევირია.
 
	   	 
	   	 
	   	 
	   	 
	   	 
	   	 
	   	