დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი-ირაკლი კობახიძე

Image

კობახიძის თქმით, მიუხედავად ამ ეტაპზე არსებული განსხვავებული ხედვისა, საჭიროების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდება, რადგან ორივე პარტიას ერთი მენტალიტეტი აქვს.

 

 

"ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული არჩევნებზე და შედეგზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დადოს არჩევნების საფუძველზე. ჩვენი ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება, შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ავაგებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი თუ მეორე ფრთის განცხადებებზე. რეალურად ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა თავისი შინაარსით. რეალურად მათ აქვთ ტაქტიკური განსხვავებული ინტერესები და სუბიექტური განსხვავებული ინტერესები, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი ერთად დადგებიან აუცილებლად, იმიტომ, რომ მათ აქვთ ერთი მენტალიტეტი და მათი შინაარსი არის ერთი და იგივე, როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეთ და არ ვამბობ, რომ ხელოვნურია ის დაპირისპირება, რომელიც მათ დღეს აქვთ – ეს არის რეალური დაპირისპირება. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თუ მათი ინტერესები გადაიკვეთება, ისინი მაინც ერთად დადგებიან. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდგებით ვერც ერთ და ვერც მეორე ფრთასთან „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი კი ერთმანეთთან დადგებიან, თუ ინტერსები გადაიკვეთება, სუბიექტური ინტერესები. ამ ეტაპზე კარნახობთ რომ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ასეც შეიძლება დროებითი იყოს, თუ მათი ინტერესები სხვანაირად დალაგდება, მაგალითად, არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენი მიზანი არის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომ სტაბილურად განვაგრძოთ ამ ქვეყნის განვითარება",-განაცხადა კობახიძემ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !