შინაური ცხოველები რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ პატრონების ჯანმრთელობაზე, ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული.
ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყველაზე კარგი “კუდიანი მკურნალი” ძაღლია. მაიოს კლინიკის თანამშრომლებმა შეისწავლეს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა, ცხენი) კავშირი და გავლენა ადამიანების (ცხოველთა პატრონების) გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა მოხალისემ. სპეციალისტები აფასებდნენ საკვლევი პირების შემდეგ პარამეტრებს: სხეულის მასის ინდექსს, კვების თავისებურებებს, ფიზიკურ აქტივობას, არტერიული წნევის მაჩვენებლებს, გლუკოზის დონეს სისხლში, საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელს და სხვა.