
კიდევ ერთი პირი, რომელიც მძიმე კატეგორიის დანაშაულში იყო მსჯავრდებული, თავისუფალია.
ქვეყნის პირველმა პირმა ამჯერად ნარკორეალიზატორი შეიწყალა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის მიხედვითაც საპატიმრო ნარკოტიკების გამსაღებელმა დატოვა. გათავისუფლების გარდა, ცნობილი გახდა, რომ უკვე ყოფილ პატიმარს პირობითი სასჯელიც შეუმცირდა.