"ჩვენ ვფიქრობთ დავხუროთ N11 არასრულწლოვანთა დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულია. მასში 25 ბავშვია,"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
"ჩვენ ვფიქრობთ დავხუროთ N11 არასრულწლოვანთა დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულია. მასში 25 ბავშვია. გვინდა, წავიდეთ იმ სისტემისკენ, სადაც ბავშვები, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ოცნებობენ, ისწავლონ თსუ-ში, თუნდაც ჰარვარდში, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, ვისაც საპირისპირო ოცნებები აქვს და სხვა სამყაროში ხედავს საკუთარ კარიერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არასრულწლოვანი პატიმრების სეგმენტში ჩვენ შევძლოთ ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებით ბრძოლა"-აღნიშნა წულუკიანმა