ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
2019-09-20 11:22
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ATP-ის 250-იანი ტურნირის მერვედფინალში გერმანელი იანიკ მადენი დაამარცხა.
ბასილაშვილი ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი. ისინი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 1:1-ია. ბასილაშვილისა და ცონგას მატჩი 20 სექტემბერს, 21:30 საათზეა ჩანიშნული.