ახალციხეში, სოფელ მინაძესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ფიატის” მარკის მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.