საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაა წარდგენილი.