“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი
ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია. ამის შესახებ თავად გვარამია ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ
ქსელში.
“მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ
მე, თქვენი მონა მორჩილი-წერს გვარამია
არხის 51%-ის წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე
ფლობს. ანჯაფარიძე ასევე არის შპს “ინტერმედია პლუსის” მეწილე.