აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა
13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია.
საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10
ათასამდე ადამიანი დაიღუპა.