დენის დარტყმის შედეგად სახლის მშენებლობაზე კაცი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ცემენტმზიდის ავტომანქანის მძღოლი ელექტროსადენს გამოედო
და ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს
სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია