
ყინულის რეკორდული დნობა ანომალიურმა სიცხეებმა და ციმბირის ტყის ხანძრებმა გამოიწვია.
სპეციალისტების თქმით, ერთი თვის განმავლობაში გრელანდიიდან ატლანტის ოკეანეში 197 მილიარდი
ტონა წყალი ჩაედინა, რაც საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ მსოფლიო ოკეანეში წყლის დონემ ნახევარი
მეტრით აიწიოს. მათივე თქმით, ეს მაჩვენებელი გაიზრდება იქამდე, სანამ ტემპერატურა არ დაიკლებს.
გრენლანდია მსოფლიო ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის 82% ყინულითაა დაფარული.
1972 წლიდან დღემდე, მხოლოდ გრენლანდიის მიზეზით, ზღვის დონემ 14 მილიმეტრით აიწია. ეს
ფაქტი საგანგაშო იმითაა, რომ ამ მაჩვენებლის ნახევარი ბოლო 8 წელზე მოდის.