
პაატა სალია: თანამშრომლების ნაწილის სხვა არხზე გადასვლა არ არის სწორი მოქმედება-განაცხადა პაატა
სალიამ.
სალია ამბობს, რომ მას ოფიციალური გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიუღია.
„ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებდით არავის გათავისუფლებას. მათი არჩევანია და მე ვერავის იძულებით ვერ დავაკავებ ამ არხზე. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე მე ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, გარდა ერთი იურისტისა, არ მიმიღია . ჩემთვის მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, უბრალოდ ჩემი სურვილია, ეს კრიტიკა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. საუბარი მაქვს პროფესიონალურ კრიტიკაზე. მე ვთვლი, რომ ჩვენი არხი უნდა იყოს გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. ვგულისხმობ იმას, რომ მაქსიმალური კრიტიკა, მაგრამ მაქსიმალური ობიექტურობის და მაქსიმალური სიმართლის ფარგლებში, ანუ ეს კრიტიკა არ უნდა დაემსგავსოს რაღაც ტყუილების გავრცელებას, „ფეიკ ნიუსი“ არ უნდა იყოს „რუსთავი 2“- ზე“, – განაცხადა პაატა სალიამ