-
2019-08-02 11:30
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა
განაცხადა, რომ ის გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს.
"ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი სამაჯურით სახლში ზის, ნიკა გვარამია
დაკავებას არ გამოვრიცხავ... ნიკა გვარამია არ იყო მხოლოდ ტელევიზიის გენერალური დირექტორი ის ბოლო
შვიდი წლის განმავლობაში იყო ძალიან აქტიური ფიგურა. არ გამოვრიცხავ მის დაკავებას, იმ ფონზე, როდესაც
პოლიტიკოსების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი სამაჯურით სახლში ზის. დაკავებულია ის ხალხი, ვინც რუსულ
ოკუპაციას აპროტესტებდა იმ ღამეს და ამ ფონზე ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა
უდუმაშვილმა.