
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლოს უპატივცემულობისთვის დაკავებულ ზვიად კუპრავას 9 თვით
თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზვიად კუპრავა 21 თებერვალს დააკავეს. 2018 წლის 11 ივნისს
კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი
წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით.