
სოხუმი თბილისს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის დარღვევაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ქართული მხარის ქმედებები პირდაპირ არღვევს გადაადგილების თავისუფლების უფლებას, რომელიც ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას,
შეწყვიტონ აფხაზეთთან მიმართებით იზოლაციაზე მიმართული პოლიტიკის გატარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასე აფასებს სეპარატისტული რეჟიმის საგარეო უწყება ქართული მხარის განცხადებებს სოხუმის აეროპორტიდან
საერთაშორისო ფრენების შესაძლო განხორციელების შესახებ.