
დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა. როგორც საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს,ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა.
“როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის
მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების
დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო
სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ,
აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი
ინფრასტრუქტურა” – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
დარსალიას განცხადებით, ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების პირველი შეხვედრა, ზემოთხსენებულ
საკითხთან დაკავშირებით, 19-23 აგვისტოს. გაიმართება