ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა დაიკეტა. მიზეზი სამაშველო სამუშაოებია. ხეობაში
მძიმე ტექნიკის შეყვანას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი,უვნებლად ამოიყვანეს.
ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ზოგიერთი მათგანი უკვე სახლში გაეწერა.