
გურამიშვილის გამზირზე ორი მოკლული მამაკაცი 20 და 21 წლის ახალგაზრდები არიან.
ისინი წუხელ ღამით საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილები იპოვეს.
მეზობლები ამბობენ, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ. ერთ-ერთი მოკლული გურამ (გურიკო) კოღუაა. ის
რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან ჩამოვიდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.