სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავის 2“-ის საქმეზე ხვალ, თბილისის დროით 12 საათზე გახდება
ცნობილი.
„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი
სასამართლოს უფლების დარღვევის გამოც ჩივის.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
ტელეკომპანიის ეზოში სპეციალურ სცენას ამონტაჟებენ, თუმცა მხარეები პროგნოზისაგან თავს
იკავებენ.