-
2019-07-17 11:42
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა.
არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა.
გარდაცვალების მიზეზი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კვლავ სამშენებლო ობიექტზე შრომის
უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა.
სოციალურ ქსელში არასრულწლოვანის შესახებ ერთ-ერთი მოქამაქე წერს, რომ მას ჯერ ძმა დაეღუპა, ხოლო
შემდეგ მამა – მან შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისსავე საფლავზე ჩამოიხრჩო თავი.
გარდაცვლილი არასრულწლოვანი სოფელში ჯერ არ ჩაუსვენებიათ.
გამოძიება სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის
მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.