
ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან რამდენიმე წუთის წინ მუშა გადმოვარდა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, რომ საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
გამოძიება სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.