„ამით ბავშვებს ვუნერგავ საქართველოს სიყვარულს, რომ არ უნდა შეეგუონ ოკუპაციას!!!ძალადობას!!! უსამართლობასა და მონობას!!!“ – წერს თეა დარჩია.
ცნობილი მოცეკვავე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც თავის მოსწავლეებთან ერთად ცალ თვალზე ხელაფარებული ცეკვავს.
შეგახსენებთ , რომ ამ ჟესტით ადამიანები პროტესტს გამოხატავენ იმის მიმართ, რაც 20 ივნისს მოხდა.
აქციის დაშლის დროს რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.