პირველი მარტიდან მართვის მოწმობები ვადიანი წესით გაიცემა

Image

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობები განსაზღვრული ვადით გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, რომელსაც მინიჭებული აქვს: "A", "B", "BE", "T", "S", "A1" და "B1" კატეგორიები, (ქვეკატეგორიები) მოქმედების ვადა იქნება 15 წელი; ხოლო იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, რომელსაც მინიჭებული აქვს: "C", "CE", "D", "DE", "C1", "C1E", "D1" და "D1E" კატეგორიები (ქვეკატეგორიები), მოქმედების ვადა იქნება 5 წელი.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადის განსაზღვრა აგრეთვე ვრცელდება 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებზეც.

კერძოდ: 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ "A", "B", "BE", "T", "S", "A1" და "B1" კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მიუხედავად მინიჭების თარიღისა) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.

 

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ "ჩ", "ჩE", "D", "DE", "C1", "C1E", "D1" და "D1E" კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

 

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე.

 

მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის საფუძველზე.

 

მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღდგენის ან/და შეცვლის შემთხვევაში, მისი დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი.

 

2014 წლის 1 მარტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასასვლელად, დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად ან დაზიანებული მართვის მოწმობის შესაცვლელად, სავალდებულო იქნება დაინტერესებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) სააგენტოში წარმოდგენა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !