თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 16 წლის გოგონას ეძებენ.
გოგონას ძებნის ოპერაციაში ჩართულია საბერძნეთის სამართალდამცავი უწყებები.
"პალიტრანიუსის" ინფორმაციით, გაუჩინარებული გოგონას მშობლები ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში
ცხოვრობენ.
ქართველი გოგონა მეუღლესთან და 5 თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა.
გაუჩინარებული გოგონას მშობლები შვილის სახლიდან გაქცევის ამბავს ოჯახურ კონფლიქტს უკავშირებენ.
წყარო: ambebi.ge