
დღეს ნიკო გომელაური 49 წლის გახდებოდა.
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს სიმსივნე და სამწუხაროდ, 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.
გადაღებულია ფილმებში:"ყველაფერი კარგად იქნება", "ანემია", აქ თენდება" "უცხო" და სხვა.